logo
ENG



"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

05 ოქტ 202611:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/76y9d20v4hk6i84.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ გამოავლინა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთა 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი. ამის შესახებ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მაიზერ ხვარაშიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა